| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოდარ ბოხუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა ორენბურგის სამედიცინო ინსტიტუტი 1964 წელს; მოსკოვის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის ასპირანტურა 1969 წელს. 1964-1966წწ. მუშობდა სამხრეთ ურალის დაბა ორსკის რკინიგზის საკვანძო საავადმყოფოს ქირურგად; 1969-1972წწ. მოსკოვის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის ორდინატორად; 1972-1973წწ. ამავე ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ თანამშრომელად; 1973-1976წწ. იყო თბილისის სისხლძარღვთა რესპუბლიკური ქირურგიის ცენტრის ხელმძღვანელი და დედაქალაქის მთავარი ანგიოლოგი; 1979-1984წწ. თბილისის ექსლპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიკრო-ქირურგიის ლაბორატორიის გამგე; 1984 წლიდან სათავეში ჩაუდგა რესპუბლიკურ ანგიოლოგიურ ცენტრს; 1988–1990წწ. ერთდროულად იყო სსრკ-არაბეთის ერთობლივი წარმოების სამეცნ.-პრაქტ. და სასწავლო ცენტრის "ანგიოს" გენერალური დირექტორი; მან პირველმა შექმნა სამეცნიერო სკოლა მთელი რიგი ახალი მიმართულებისა საქართველოში: ექსპერიმენტული ანგიოლოგია, თერაპიული ანგიოლოგია, მიკროქირურგიული ტრანსპლანტოლოგია და დანერგა კომპიუტერული სისტემები; პირველმა მან დანერგა მრავალი სახის რეკონსტრუქციული ოპერაციები დაზიანებულ საძილე არტერიებზე, მის ბრაქიოცეფალურ და ვისცელარულ ტოტებზე; მიკროქირურგიული ოპერაციები ვაზორენალური ჰიპერტონიის, თითებისა და მტევნების ტრავმული ამპუტაციის, მამაკაცთა სისხლძარღვოვანი იმპოტენციის და სხვა შემთხვევებში; 150 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის 2 მონოგრაფიისა და 20 რაციონალიზატორული წინადადებისა და გამოგონებისა. ქირურგ–ანგიოლოგი. მიღებული აქვს იტალიის გულ–სისხლძარღვთა ასოციაციის ოქროს მედალი, სისხლძარღვთა ქირურგიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. საქართველოს მთავარი ანგიოლოგი (1982), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1985), პროფესორი (1985). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.476; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.204-234; საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.792-793; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge; ნოდარ ბოხუა - ანგიოლოგიის, სისხლძარღვთა ქირურგიის და მიკროქირურგიის სათავეებთან / მარი მარღანია // ავერსი : შემეცნებით-გასართობი სამედიცინო ჟურნალი.-თბილისი,2024.-N4(220).-გვ.66-69 Member of Organizations
Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

