შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბოცო ბოცოსძე![]()
ბიოგრაფიაXIII საუკუნის I ნახევარის ქართველი მოღვაწე, სამცხის დიდგვაროვან ფეოდალთა–ბოცოსძეთა პირველი თაობის წარმომადგენელი, ბოცო ჯაყელის ძე, ჩუხჩარი(სამხედრო უწყების დიდი მოხელე) თამარ მეფის დროს. ლაშა–გიორგის ლაშქრობაში განძაზე(დაახლოებით 1213-1214) ბოცოსძე სხვა მესხებთან ერთად მეთაურობდა წინამბრძოლთა გუნდს და თავი გამოიჩინა სიმამაცით. 1226 წელს, ჯალალედინის შემოსევის დროს, რუსუდან მეფემ ძმებს – ბოცოს და მემნას დაავალა თბილისის დაცვის ხელმძღვანელობა. ქალაქში მცხოვრებ სპარსელთა შინაღალატის შედეგად მტერი ქალაქში შეიჭრა. თბილისის დამცველები ბოცოსძის მეთაურობით ისანში გამაგრდნენ. ამის შემდეგ ბოცოსძე წყაროებში აღარ იხსენიება. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.474
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |