Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ ბოჭორიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი გიორგეთი, ლაგოდეხის რაიონი. დაამთავრა ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტი 1951 წელს. 1940–1942წწ. სწავლობდა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე. 1938-1939წწ. თელავის დრამატული თეატრის მსახიობი; 1939-1940წწ. თელავის დრამატული თეატრის ტექნიკური რეჟისორი; 1943-1944წწ. თელავის დრამატული თეატრის მსახიობი, ტექნიკური რეჟისორი; 1944-1945წწ. რუსთაველის თეატრის დასის გამგე, რეჟისორის ასისტენტი; სოხუმის დრამატული თეატრის რეჟისორი (1945); 1951-1952წწ. მესამე მედგაერთიანების ინფექციური განყოფილების გამგე; 1952-1956წწ. N85-ე ინფექციური ჰოსპიტალის ორგანიზატორი; 1956-1961წწ. სამხედრო სამედიცინო აკადემიის ინფექციურ დაავადებათა კათედრის უფროსი ორდინატორი; 1961-1969წწ. სამხედრო სამედიცინო აკადემიის მასწავლებელი (დოცენტი); 1969 წლიდან თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ინფექციურ სნეულებათა კათედრის ხელმძღვანელი; 1970–1973წწ. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი; 1982-1990წწ. მე-4 მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე სამკურნალო დარგში; 1970 წელს ქოლერის ეპიდემიის დროს, ინფექციის საწინააღმდეგოდ პირველმა გამოიყენა ფილიპსის ხსნარი; შექმნა სეფსისის რესპუბლიკური ცენტრი; შეიმუშავა და დანერგა ადრეული ასაკის ბავშვთა სალმონელოზის კლინიკური დიაგნოსტიკის კრიტერიუმები. საქართველოს პარლამენტში ეროვნული თანხმობის დროებითი საპარლამენტო კომისიის წევრი (2000-2002); მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და მონოგრაფიის ავტორი; საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით: ბლოკი "საქართველოს აღორძინება", ფრაქცია "XXI საუკუნე"-ს თავმჯდომარე, ეროვნული თანხმობის დროებითი კომისიის წევრი. ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1970). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.475; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015.- თბ.-2015.-გვ. 99 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |