Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიგოლი![]()
BiographyVIII საუკუნის 80–იან წლებში გააერთიანა კახეთი, კუხეთი და გარდაბანი და იწოდა კახთა მთავრად, ანუ ქორეპისკოპოსად; მისი მთავრობის პირველივე წლებში კახეთის სამთავროს ჩამოსცილდა ჰერეთი, რომელიც XI საუკუნის დასაწყისამდე დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულად დარჩა; სამაგიეროდ კახეთის ერთეული სამთავროს საზღვრები გაფართოვდა დასავლეთის მიმართულებით; კახეთის ქორეპისკოპოსის სამფლობელოს ასეთი გაფართოება ეწინააღმდეგებოდა აშოტ I–ლი დიდი კურაპალატისა და აფხაზთა მეფის თეოდოს II–ის ინტერესებს; მათ შეერთებული ძალებით გაილაშქრეს კახეთის მთავრის წინააღმდეგ; კახეთის ქორეპისკოპოს ამ ბრძოლაში ეხმარებოდნენ მთიულები, წანარები და თბილისის ამირა ალი შუაბის ძე; ბრძოლა მდინარე ქსანზე მოხდა დაახლოებით 791-818წწ. შორის; კახეთის მთავარი დამარცხდა და მის მიერ დაპყრობილი შიდა ქართლის გარკვეული ნაწილი ისევ აშოტ კურაპალატმა დაისაკუთრა; მიუხედავად ამისა გრიგოლის დროს კახეთის სამთავროს ტერიტორია მაინც ქსნის ხეობამდე ვრცელდებოდა. კახეთის მთავარი (787-827). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.152
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |