The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზაურ ბოლქვაძე

ზაურ ბოლქვაძე
Date of birth:2 April, 1933
Date of death:23 June, 1997  (at 64 years)
Burial location:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Poet, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი გუთური, ჩოხატაურის რაიონი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1956 წელს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟურნალ "ცისკარსა" და "ნიანგში"; იყო ჟურნალ "პირველი სხივის" პასუხისმგებელი მდივანი, ჟურნალ "ნიანგის" მთავარი რედაქტორი, "ნიანგის ბიბლიოთეკის" სერიის სატირულ-იუმორისტული ნაწარმოებების კრებულების და ბუკლეტის "ნიანგი გზაჯვარედინზე" რედაქტორი; მას ეკუთვნის ლექსთა კრებულები: "ღელვის დასაწყისი" (1961), "ლექსები"(1964), "საქართველოს სასიცოცხლოდ" (1975) და სხვ. ავტორია სატირულ-იუმორისტული მოთხრობებისა. თარგმნა ტარას შევჩენკოს, ნიკოლოზ ტიხონოვის, ბელა ახმადულინას, იანკა კუპალას ლექსები. მისი ნაწარმოებები თარგმნილია უცხოურ ენებზე. თბილისის ერთ-ერთი ქუჩა მის სახელს ატარებს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.461; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.79; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge

Awards and Honors

  • 1983 - საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი

Bibliography


Share: