Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ ბილანიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა ყაზიღმანი, თურქეთი. საშუალო განათლება მიიღო თბილისის ვაჟთა III საშუალო სკოლაში. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1922 წელს შევიდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1922–1923 წლებში მხატვრულად გააფორმა რესტორანი "შამპანი"(შექმნა კომპოციზია "ბურთის თამაში"). 1921–1925წწ. იყო ქართველ ხელოვანთა საზოგადოების წევრი. 1925 წელს ამ საზოგადოებამ სწავლის გასაგრძელებლად პარიზში გაგზავნა. დაამთავრა ანდრე ლოტის სამხატვრო სკოლა. 1928 წელს პარიზში მოეწყო მისი ნამუშევრების გამოფენა. მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: "ქუჩა პარიზში"(1925), "პარიზი–სატრიუმფო თაღი"(1926), "ქართველი ქალის პორტრეტი"(1928, ყველა ნამუშევარი ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, თბილისი). ფერმწერი. გრაფიკოსი. მონუმენტალისტი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.434
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |