Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით სახვაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხარაგაული. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი ლითონმცოდნეობისა და ლითონთა თერმული დამუშავების სპეციალობით 1981 წელს. 1981-1984 წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, ასპირანტი და ინჟინერი. 1984-1998 წწ. ქუთაისის საავტომობილო ქარხნის ტექნოლოგიური ბიუროს უფროსი; 1991-1998 წწ. ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ლაბორატორიის უფროსი; 1998-2004 წწ. ხარაგაულის რაიონის გამგებელი, 2004-2005 წწ. "თბილგაზის" დიდუბის ცენტრის უფროსი; 2006 წლიდან ფ. თავაძის სახელობის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. არის 22 სამეცნიერო ნაშრომისა და 8 გამოგონების ავტორი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ლითონურ გარსაცმიანი სალი შენადნობების მიღება თვითგავრცელებადი მაღალტემპერატურული სინთეზით". წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ. , 1998-1999. - გვ. 294; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.125 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |