შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ სალუქვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1953 წელს. 1952-1954წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორანტი; 1954-1957წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის ასპირანტი, ქ. დუბნის ბირთვულ გამოკვლევათა გაერთიანებული ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი; 1957-1962წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი, უფროსი ინჟინერი; 1962-1974წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ბირთვული ფიზიკის პრობლემური ლაბორატორიის განყოფილების გამგე, მაღალი ენერგიების ფიზიკის კათედრის გამგე, ფიზიკის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი; 1974 წლიდან სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის დირექტორი; 1979-1985წწ. აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრის გამგე, 1985 წლიდან სოხუმის ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-ტექნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). არის 120 სამეცნიერო ნაშრომის და 30 გამოგონების ავტორი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "დაბალტემპერატუროვანი ბუშტოვანი კამერა და მაღალი ენერგიის ნაწილაკების ურთიერთქმედებათა გამოკვლევა", დაიცვა 1975 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 287; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი .- თბ.-2015.-გვ. 304; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.292 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |