The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე რუსეცკი

ალექსანდრე რუსეცკი
Date of birth:26 February, 1969  (57 years)
Category:Public official, Scientist, Political Scientist, Psychologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1993 წელს; 1995 წელს ESM, აშშ საგარეო პოლიტიკის ასოციაციის და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამა, მიღებული აქვს კონფლიქტების მართვის და მოლაპარაკებების წარმოების ინსტრუქტორის სერტიფიკატი. 

1989-1991წწ. იყო გაზეთ"რეზონანსის" რედაქტორი; 1991-1993წწ. საქართველოს ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი; 1994-1998წწ. სოციალური ურთიერთობების განვითარების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი; 1991 წლიდან ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის კოორდინატორი; შემდეგში კავკასიის რეგიონალური უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორი; 2019 წლის 31 იანვარს დაიცვა სადოქტოო დისერტაცია საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში თემაზე - "პროფესიული არჩევანის პრობლემის ზეგავლენა სტუდენტის სწავლის პროცესზე და პროფესიულ გარემოში ადაპტაციაზე"; პროფესიული ბედნიერების თეორიის, ამბივერტული განათლების და მეცნიერების კონცეპციის და სიმ-მეთოდის (სწავლა / სწავლების ინტეგრირებული მეტაკოგნიტური მეთოდი) ავტორი; წმინდა თამარ მეფის სახელობის საპატრიარქოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პორგრამის ხელმძღვანელი; ქართული გლობალური უნივერსიტეტის პროექტის ავტორი (12.12.2019); მეტაფსიქოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის და ბარბარე ყიფიანის სახელობის მეტაფსიქოლოგიის სკოლის პროექტის ავტორი და თანადამაარსებელი (2020); კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიის ხელმძღვანელი; პოლიტიკური მეცნიერების დოქტორანტი, კონფლიქტების მეტაკოგნიტური მართვის თეორიის ავტორი; მონოგრაფია "მეტაპოლიტოლოგიის არსენალი მშვიდობისათვის ავტორი" (rav2021.com), რომელიც 2021 წელს შოთა რუსთაველის სახელობის მეცნიერების ეროვნული ფონდის მხარდაჭერით გამოსცა; გადაცემა "მეცნიერება და ინოვაციების" წამყვანი 2019 წლის მარტიდან; 2022 წელს იყო პოლიტიკის მეცნიერებათა და მორალის აკადემიის და პოლიტიკის მეცნიერებათა ელექტრონული ნავიგატორის შექმნის ინიციატორი ps-ge.com; 2023 წელს მიენიჭა პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი ნაშრომისთვის - "აფხაზეთის პოლიტიკური კრიზისის მეტაკოგნიტიური მართვის მოდელი"; 2023 წელს მისი ინიციატივით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ დააწესა "მიხეილ მუსხელიშვილის სახელობის პრემია"; 2024 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალში, აკადემიკოს ომარ გიგიაშვილთან ერთად გამოაქვეყნა სტატია - "ქართული მეტაპოლიტოლოგიური სკოლის III-XVIII საუკუნის ზოგიერთი ფრაგმენტი", რითიც 15 საუკუნით გადაიწია ქართული პოლიტიკური მეცნიერების და განათლების სკოლის ისტორია. მეტაკოგნიტიური მართვის თეორიის ავტორი (2023), კონფლიქტოლოგი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 282

Member of Organizations

  • ეროვნული თანხმობის ასოციაცია, თავმჯდომარე (1989-1991)
  • თბილისის მერიის კოლეგია, წევრი (1992-)
  • მშვიდობის საერთაშორისო უნივერსიტეტი, დამაარსებელი (2024-)
  • პოლიტიკის მეცნიერებათა საერთაშორისო ასოციაცია, წევრი
  • პოლიტიკური ფსიქოლოგიის საერთაშორისო ასოციაცია, წევრი

Share: