Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო როინიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1950 წელს. 1950-1969წწ. იყო ფიზიკის ინსტიტუტის უმცროსი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1969-1978წწ. ლაბორატორიის, 1978-1997წწ. განყოფილების გამგე; 1997 წლიდან მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. არის 115 სამეცნიერო სტატიის ავტორი. მის სახელს უკავშირდება საქართველოში კოსმოსური სხივების ფიზიკის ტრადიციების დამკვიდრება და განვითარება. მისი ინიციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით საქართველოს მეცნიერთა ჯგუფი რამდენიმე საერთაშორისო ექსპერიმენტში და კოლაბორაციაში იყო გაერთიანებული. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "უცნაური ნაწილაკების განივი იმპულსების შესწავლა", დაიცვა 1962 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "მრავლობითი გენერაციის პროცესები 200 გევ ენერგიის ზემოთ", დაიცვა 1972 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 281 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |