Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სულიკო ჟღენტი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სამება, ჩოხატაურის რაიონი. დაამთვრა კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის სასცენარო ფაკულტეტი 1954 წელს. 16 წლის ასაკში შევიდა საავიაციო სასწავლებელში, მაგრამ ომის დაწყების გამო სასწავლებელი არ დაუმთავრებია, მოხალისედ წავიდა ფრონტზე. 1949 წელს შევიდა მოსკოვის სახელმწიფო კინომატოგრაფიის ინსტიტუტის სასცენარო ფაკულტეტზე და დაამთავრა 1954 წელს. 1947-1949წწ. იყო სოფელ მახინჯაურის საშუალო სკოლის პედაგოგი; 1954-1955წწ. თბილისის ქრონიკალური და სამეცნიერო ფილმების სტუდიის რედაქტორი; 1956 წლიდან ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას. ამ პერიოდში იბეჭდებოდა მისი მოთხრობები. 1962 წელს გამოიცა "ზღვისპირეთის საღამოები" და "კიდევაც დაიზრდებიან". 1994 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" რედაქტორია. არის 4 წიგნისა და ოცამდე ფილმის სცენარის ავტორი, მათ შორის: "ჭიაკოკონა" (1961), "ჯარისკაცის მამა" (1965), "სინათლე ჩვენს ფანჯრებში" (1968), "ღიმილის ბიჭები" (1969), "ნერგები" (1971), "ფესვები" (1988) და სხვ; შექმნილი აქვს ფილმოგრაფია დოკუმენტური ფილმებისათვის: "სეინერები გადიან ზღვაზე" (1959), "ადამიანი და ფოლადი" (1960), "ბაგრატიონები" (1997); დატოვა სცენარები მომავალი ფილმებისთვის: "შავი ელვა" (1988), "სიყვარულის კუნძული" (1984), "იბერიული ბალადა" (1992), "სტალინი" (1999), "იყავნ ნება შენი", "წინ დასასრულია" (2000). მისი გარდაცვალების შემდეგ ქ. თბილისში ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭა სულიკო ჟღენტის სახელი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 277; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ.,1984.-გვ.263; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.275; საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.174; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |