Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიზო ჟორდანია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1958 წელს. 1957-1958წწ. იყო თეატრალური ინსტიტუტის პრეპარატორი; 1958-1961წწ. მასწავლებელი; 1961 წლიდან უფროსი მასწავლებელი; 1961-1965წწ. ბათუმის, 1965-1970 და 1979-1986წწ. რუსთაველის თეატრების დამდგმელი რეჟისორი; 1970-1979წწ. თბილისის ოპერისა და ბალეტის, 1979-1986წწ. გრიბოედოვის თეატრების მთავარი რეჟისორი; 1991-1999წწ. თეატრისა და კინოს ინსტიტუტის რექტორი; 1993 წლიდან ბათუმის ოპერის მთავარი რეჟისორი; 1995 წლიდან მსახიობის ოსტატობის კათედრის გამგე; 1998 წლიდან რეჟისურის კათედრის გამგე, პროფესორი. დადგმული აქვს 100-ზე მეტი სპექტაკლი საქართველოში და საზღვარგარეთ; ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა დრამატული თეატრის, ოპერისა და სათეატრო პედაგოგიკის პრობლემებზე. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 273; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.55 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |