The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირაკლი ოჩიაური

ირაკლი ოჩიაური
Date of birth:20 November, 1924
Date of death:4 December, 2015  (at 91 years)
Category:Sculptor, Painter

Biography

დაბადების ადგილი: დუშეთის რაიონი, სოფელი შუაფხო.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი 1951 წელს.

1953 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში. მისი ძირითადი ნამუშევრებია: ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლი(1959 წ. სტეფანწმინდა); ვაჟა-ფშაველას ძეგლი(1985 წ. დუშეთი); "ვაჟა-ფშაველას პორტრეტი"(მოსკოვი, ტრეტიაკოვის გალერეა); "სტუდენტი გოგონას პორტრეტი"(სახვითი ხელოვნების მუზეუმი); "ინჟინერ ირინე ჯანდიერის პორტრეტი"(საქართველოს ხელოვნების მუზეუმი). მონაწილეობდა მრავალ რესპუბლიკურ და საკავშირო გამოფენებზე. მოწყობილი აქვს პერსონალური გამოფენები დასავლეთ ბერლინში, ავსტრიაში, ბელგიაში, ნორვეგიასა და სირიაში. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, ტრეტიაკოვის გალერეაში, სიეტლის, იაპონიის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და მრავალი სხვა ქვეყნის ხელოვნების მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში. მისი განსაკუთრებული ნიჭი წარმოჩინდა სახვითი ხელოვნების თითქმის ყველა დარგში: ფერწერასა და გრაფიკაში, პორტრეტსა და ქანდაკებაში, მონუმენტურ დეკორატიულ ხელოვნებაში, დაზგურ გრაფიკასა და ლითონმქანდაკებლობაში.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 267

Member of Organizations

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1953-)

Awards and Honors

  • სსრკ სახელმწიფო პრემია
  • საქართველოს სახალხო მხატვარი

Share: