The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბერი ხორნაბუჯელი

Date of birth:12??
Date of death:12??
Category:Military Person

Biography

XIII საუკუნის 40–50 წლების სახელმწიფო მოღვაწე, ხორნაბუჯის(კამბეჩოვანის) ციხის პატრონი. საქართველოს მეფის დავით VII–ის კარის ერთგული მოხელე, რომელსაც ხშირად ავალებდნენ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმეების მოგვარებას. როდესაც მეფეს კახეთის მმართველი თორღვა პანკელი განუდგა, მასთან მესტუმრე ჯიქურის დავალებით გაიგზავნა ბერი ხორნაბუჯელი, რომელმაც თორღვას უვნებლობის ფიცი მისცა და სასახლეში მოიყვანა. დედოფალ ჯიგდა–ხათუნის ჩაგონებით ჯიქურმა დაარღვია ბერი ხორნაბუჯელის მიერ თორღვასათვის მიცემული ფიცი და მეფის დაუკითხავად თორღვა სიკვდილით დასაჯეს. ისტორიული წყაროების მიხედვით, ფიცის დარღვევით განრისხებულმა ალავერდის მთავარმოწამემ შური იძია ბერი ხორნაბუჯელზე–"უმკვიდრო იქნა სახლი მისი"– მოუკვდა შვილი შალვა და დაეხოცა შვილიშვილები. ხორნაბუჯელთა(მახატლისძეთა) ფეოდალური სახლის გადაშენება დაკავირებული იყო მონღოლთა ბატონობის მძიმე შედეგებთან.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.406


Share: