Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბორის გულისაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. პეტერბურგი. 1938-1960წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში თავდაპირველად მუსიკის თეორიის კათედრაზე, ხოლო შემდეგ 1956-1958წწ. თეორიულ საკომპოზიციო ფაკულტეტის დეკანად; 1960-1960წწ. იყო ტაშკენტის, 1963-1965წწ. ალმა–ათის, 1966-1977წწ. თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი; კითხულობდა ჰარმონიისა და მუსიკის თეორიის სისტემების კურსს; ძირითადად მოღვაწეობდა ქართული ხალხური მუსიკისა და მუსიკალური აკუსტიკის სფეროში; ძირითადი ნაშრომები: "კილოები ქართული ხალხური სიმღერების თანხლებასა და საკრავიერ მუსიკაში"(1967), "ობერტონების რიგი და ტემბრული განვითარება" (1971), "ნეიტრალური ინტერვალები ქართულ ხალხურ სიმღერაში" (1972); მას ეკუთვნის გამოკვლევები შუა აზიის ხალხთა მუსიკის საკითხებზე: "სუფთა წყობა და ხალხური მუსიკალური მოქმედება" (1956), "იბნ–სინა და სუფთა წყობის შექმნა" (1964); მუსიკათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1971). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.194 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |