The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე ბერიძე

ალექსანდრე ბერიძე
Date of birth:17 December, 1917
Date of death:23 February, 1996  (at 78 years)
Category:Historian, Scientist, Politician, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ერკეთი, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი 1937 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1940 წელს; ქალაქ ტვერის წითელი არმიის უმაღლესი სამხედრო პედაგოგიური ინსტიტუტი 1941 წელს; მოსკოვის სამხედრო–პოლიტიკური აკადემია 1950 წელს; სამხედრო–პოლიტიკური აკადემიის ადიუნქტურა 1955 წელს.

1940 წლიდან იყო წითელი არმიის რიგებში; 1945 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა სამხედრო დაწესებულებებში; 1991 წელს საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში ჩამოაყალიბა პირველი ეროვნული სამხედრო კათედრა; სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992). მე-2 მსოფლიო ომის მონაწილე. 1992-1995 წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მშრომელთა სოციალისტური პარტია, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი (1984), გენერალ–მაიორი (1993).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "არარუსი ეროვნების მეომართა სამხედრო-პატრიოტული აღზრდა", დაიცვა 1955 წელს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.404; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.91; თბილისში დადის ჭარმაგი გენერალი //საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1996. - 5 იანვარი. - N2(2115). - 1 გვ. (dspace.nplg.gov.geწიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.308

Member of Organizations

  • ვეტერანთა რესპუბლიკური საბჭო, თავმჯდომარის მოადგილე (1968-1992)
  • ომის, შრომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა რესპუბლიკური საბჭო, თავმჯდომარე (1992-1996)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ვეტერანთა საქმეთა კომისია, კომისიის თავმჯდომარე (1994-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის სამეგრელოს რეგიონში მიმდინარე პროცესების შემსწავლელი დროებითი კომისია, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის სოციალურ საკითხთა კომისია, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "თანხმობა", წევრი (1993-1995)

Awards and Honors

  • 1995 - ღირსების ორდენი
  • 1944 - წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • 1941 - წითელი ვარსკვლავის ორდენი

Share: