Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ ნადარეიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გაგრა. 1971-1975წწ. იყო თბილისის უმაღლესი სამხედრო საარტილერიო სასწავლებლის კურსანტი; დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1981 წელს. 1974-1979წწ. იყო გაგრის უშიშროების კომიტეტის სამთავრობო კავშირგაბმულობის განყოფილების თანამშრომელი; 1979-1990წწ. კპ გაგრის ქალაქკომის ინსტრუქტორი, განყოფილების გამგე, II მდივანი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, ქ. გაგრის საარჩევნო ოლქიდან; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1990 წლის 9 აპრილი); 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, მაჟორიტარი №9.71 სოხუმის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან; 1992-1993წწ. აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე; 1993 წელს საქართველოს სახელმწიფო მეთაურის მრჩეველი; 1993-1995წწ. მინისტრთა კაბინეტის ვიცე-პრემიერი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1995 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე; არის აფხაზეთის პრობლემატიკაზე გამოცემული ოთხი წიგნის, რამდენიმე მონოგრაფიის და უამრავი პუბლიკაციის ავტორი. მინიჭებული ჰქონდა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება. სადოქტორო დისერტაცია თემა - "ეთნიკური წმენდა და გენოციდი აგრესიული სეპარატიზმის იარაღი". წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 247; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 268; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.100 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |