The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იერემია გულისაშვილი

იერემია გულისაშვილი
დაბადების თარიღი:13 მაისი, 1863
გარდაცვ. თარიღი:20 აპრილი, 1958  (94 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფ. გიორგიწმინდა
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაამთავრა ხონის საოსტატო სემინარია.

1882 წლიდან მუშაობდა ზუგდიდში სკოლის მასწავლებლად; 1888-1913წწ. თბილისში; 1915 წელს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გააგზავნა სკოლების ზედამხედველად აჭარაში, სადაც 4 წელიწადში 40–მდე ქართული სკოლა გახსნა (ხულოში, ქედაში, ქობულეთსა და ბათუმში); 1919 წლიდან იყო საგარეჯოში სკოლის დირექტორი და რუსული ენის მასწავლებელი; პუბლიცისტურ სტატიებს ათავსებდა "ივერიაში" და "სახალხო გაზეთში"; შემდეგ თვითონ დაიწყო "ორკაპიკიანი" გაზეთის გამოცემა ღარიბი მშრომელებისათვის; 1886 წელს ზუგდიდიში პირველად დადგა გ. ერისთავის "ძუნწი" და თვითონვე შეასრულა მთავარი როლი; სისტემატურად მართავდა წარმოდგენებს; მიღებული შემოსავლით თბილისში გახსნა სახალხო ბიბლიოთეკა; მისი რეჟისორობით დაიდგა – გ. ერისთავის "გაყრა", ა. ცაგარელის "ციმბირელი", "ხანუმა", "ჯერ დაიხოცნენ მერე იქორწინეს", "ადვოკატი მელაძე", კ. მესხის "თამარ ბატონიშვილი"; ამ წარმოდგენებში თვითონაც ასრულებდა როლებს; ავტორია ხუთმოქმედებიანი დრამის "დრონი მეფობენ" (1890) და პიესის "ცხოვრება ბრძოლაა" (1892); იყო თბილისში ქართული წიგნების გამომცემლობის ამხანაგობისა და "ქართული კლუბის" დაარსების ერთ–ერთი ინიციატორი; ქართული სახალხო თეატრის "ავჭალის აუდიტორიის" ერთ–ერთი დამაარსებელი; საგარეჯოს თეატრის შენობის აგების ინიციატორი; თეატრალური და საზოგადო მოღვაწე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.195; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.130

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქალაქ საგარეჯოს დრამატული დასი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი

გააზიარე: