The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ ბელინსკაია

დაბადების თარიღი:18 ოქტომბერი, 1918  (106 წლის)
კატეგორია:ენათმეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1940 წელს.

1941 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო–პედაგოგიურ მოღვაწეობას; მუშაობდა ფონოლოგიის, რუსული ენის ფონეტიკისა და მართლწერის, რუსული ენის სწავლების მეთოდიკის საკითხებზე; 1964 წელს რუსულ ენაზე გამოაქვეყნა ნაშრომი: "მონაცვლეობა თანამედროვე რუსულ სალიტერატურო ენაში–ფონოლოგიური ანალიზის ცდა"; ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობას; რუსულ ენაზე თარგმნა ნიკოლზ ბარათაშვილის პოემა "ბედი ქართლისა" და ლექსები. იკვლევდა მახვილის, ინტონაციისა და რითმიკა–მელოდიკური სტრუქტურების საკითხებს ქართულ ენაში. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1966), პროფესორი (1968), ენათმეცნიერ–რუსისტი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.395; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.210

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1976 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: