The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ ბელაქნელი

Date of birth:6 December, 1897
Date of death:17 July, 1978  (at 80 years)
Category:Singer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1930 წელს.

1934–1935წწ. მოღვაწეობდა ბაქოში; 1935–1936წწ. ლენინგრადის "პერედვიჟნიკების" საოპერო თეატრში; 1936–1938წწ. წ ხაბაროვსკის, ლუგანსკის და დნეპროპეტროვსკის საოპერო თეატრებში; 1939–1959წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მსახიობი; ასრულებდა დრამატული  ტენორის მთავარ პარტიებს: აბესალომი, რატი (ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და და ეთერი", "ლატავრა"), ლექსო (გ. კილაძის "ლადო კეცხოველი"), გელა (ი. ტუსკიას "სამშობლო"), გურამი (ვ. გოკიელის "პატარა კახი"), ტარიელი (შ. მშველიძის "ამბავი ტარიელისა"), ბაში-აჩუკი (ა. კერესელიძის "ბაში-აჩუკი"), ონისე (შ. აზმაიფარაშვილის "ხევისბერი გოჩა"), ოტელო, მანრიკო, რადამესი (ჯ. ვერდის "ოტელო", "ტრუბადური", "აიდა"), რაული (ჯ. მაიერბეერის "ჰუგენოტები"), გერმანი (პ. ჩაიკოვსკის "პიკის ქალი"), ხოზე (ჟ. ბიზეს "კარმენი"), კავარადოსი (ჯ. პუჩინის "ტოსკა"), გრიგორი მელეხოვი (ი. ძერჟინსკის "წყნარი დონი"). 1960–1964წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი; 1964–1978წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის მ. ბალანჩივაძის სახელობის მე–3 სამუსიკო სასწავლებელში. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.393

Awards and Honors

  • 1951 - საქართველოს სახალხო არტისტი

Share: