The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ მირიანაშვილი

გურამ მირიანაშვილი
Date of birth:7 November, 1927
Date of death:2000  (at 72 years)
Category:Architect, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1949 წელს.

1949-1952წწ. იყო "თბილქალაქპროექტის" არქიტექტორი და უფროსი არქიტექოტრი; 1952-1956წწ. მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტის ასპირანტი; 1954-1958წწ. პედაგოგი; 1958-1964წწ. თბილისში მოსკოვის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ფილიალის მთავარი არქიტექტორი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1972-1978წწ. "თბილქალაქპროექტის" დირექტორი; 1978-1989წწ. "სახმშენის" თავმჯდომარე; 1991-1995წწ. არქიტექტურისა და მშენებლობის მინისტრი; 1996-1997წწ. საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის, არქიტეტურის ინსტიტუტის უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი, "საქქალაქმშენპროექტის" ინსტიტუტის მთავარი არქიტექტორი; 1998 წლიდან "საქქალაქმშენპროექტის" გენერალური დირექტორი. ავტორია ნაშრომებისა და 3 საავტორო მოწმობის, ერთი საპატენტო სიგელის მფლობელი. მიღებული აქვს სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია (1983), საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი (1977, 1987).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰავის გავლენა საქალაქო საცხოვრისის ფორმირებაზე თბილისის მაგალითზე", დაიცვა 1960 წელს. 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 232; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.414; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.100

Member of Organizations

  • არქიტექტურის საერთაშორისო აკადემია, წევრი-აკადემიკოსი (1992-1995)
  • რუსთაველის პრემიების მიმნიჭებელი კომიტეტი, წევრი (1982-)
  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, გამგეობის და პრეზიდიუმის წევრი (1960-)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრ-აკადემიკოსი (1992-1995)
  • საქართველოს სახელმწიფო პრემიების მიმნიჭებელი კომიტეტი, წევრი (1982-1985)

Awards and Honors

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1987 - მცხეთის საპატიო მოქალაქე
  • 1985 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1970 - მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

Bibliography


Share: