The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქაიხოსრო გურამიშვილი

ოფიციალური სახელი:ქრისტეფორე გურამიშვილი
დაბადების თარიღი:1697
გარდაცვ. თარიღი:4 მარტი, 1750  (53 წლის ასაკში)
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

XVIII საუკუნის 30–იან წლებში იმყოფებოდა რუსეთში, იოსებ სამებელის(ქობულაშვილი) ამალაში; მიიღო ნოვგოროდის იოანე ნათლისმცემლის მონასტრის იღუმენობა; მოსკოვის ქართული ახალშენის მოღვაწეთა დავალებით მან პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიაში მოამზადებინა ქართული შრიფტისა და სტამბის მოწყობილობა; მანვე წარადგინა კალიგრაფიული ქართული ანბანი და ასოთა რიცხვითი მნიშვნელობანი; რუსი, ქართველი და გერმანელი სპეციალისტების ერთობლივი შრომით აქვე დაიბეჭდა "ანბანი"(ქართული, გერმანული, რუსული) საკითხავი მასალითურთ; იყო ამ გამოცემის ქართული ნაწილის რედაქტორი; 1737 წელის შემოდგომაზე მოეწყო პირველი ქართული სატმბა მოსკოვში; იყო საგამომცემლო გეგმის ერთ–ერთი თანაავტორი და შემდეგ ამ გეგმის განმახორციელებელი; ანტონ I-თან ერთად მისი ხელმძღვანელობით გამოსული წიგნები ხელს უწყობდა ქართული კულტურის აღმავლობას; მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული სტამბის აღდგენაში; მან შემდგომში მისიონერული მოღვაწეობა გაშალა ჩრდილოეთ კავკასიაში; დიდი ენერგია შეალია ოსი და ამიერკავკასიაში მოსახლე სხვა ხალხების კულტურულ აღორძინებას, მეზობელ ხალხთა დაახლოებას; მოსკოვის ქართული ახალშენის თვალსაჩინო მოღვაწე, ქართული შრიფტისა და რუსეთში პირველი ქართული სტამბის პრაქტიკული ორგანიზატორი, მმართველი და რედაქტორ–გამომცემელი, მისიონერი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.210

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ოსეთის სასულიერო კომისია, აქტიური წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: