Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნუგზარ ბაღათურია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გუდაუთა. დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1971 წელს. მუშაობდა საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო - კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშომლად; 1987-1991წწ. იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, 1992 წლიდან დირექტორი. ხელმძღვანელობდა სამეცნიერო–საწარმოო გაერთიანება "კვებარომატკომპლექსს" (გენერალური დირექტორი). მისი სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებებია: ღვინის, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო კვების პროდუქტების, ეთეროვანი ზეთების ქიმია, ტექნოლოგია და ექსპერტიზა. არის 400-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ამათგან 25 მონოგრაფია, 5 სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, 36 გამოგონება და პატენტი. მეცნიერი კვების მრეწველობის დარგში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.376; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.280 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |