Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რევაზ გურგენიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1955 წელს. 1958-1962წწ. მუშაობდა კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; 1962-1969წწ. უფროს მეცნიერ თანამშრომლად; 1972-1978წწ. ოფთალმოლოგიის ლაბორატორიის გამგედ; 1978-2005წწ. ოფთალმონევროლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელად; მისი მუშაობის ძირითადი სფერო იყო ოფთალმოლოგიური სიმპტომებისა და სინდრომების მნიშვნელობის შესწავლა თავის ტვინის სისხლძარღვოვანი და სიმსივნური დაზიანების დიაგნოსტიკისა და დიფერენციული დიაგნოსტიკისთვის, აღნიშნული სიმპტომოკომპლექსების პათოგენეზური მექანიზმების ახსნა, მხედველობის გზის მსვლელობის და მისი სტრუქტურის დაზუსტება; ავტორია მრავალი სამეცნიერო შრომისა, მათ შორის 6 მონოგრაფიის და 4 მეთოდური რეკომენდაციის; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ოფთალმოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1969). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.214; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.357 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |