The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარინე იაშვილი

მარინე იაშვილი
Date of birth:20 October, 1932
Date of death:9 July, 2012  (at 79 years)
Category:Musician, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 

დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია 1958 წელს; სწავლობდა ასპირანტურაში (პროფ. მ. მოსტრასის კლასი). 1957 წელს "მოსკონცერტის" სოლისტია. 

1958 წელს მიიწვიეს მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგად; 1960–1966 წლებში მუშაობდა მოსკოვის კონსერვატორიაში მოსტრასის ასისტენტად. 1966–1975 წლებში თბილისის კონსერვატორიის პედაგოგია (1977 წ. პროფესორი); 1967–1973 წლებში საქართველოს ფილარმონიის კამერული ორკესტრის სოლისტი და სამხატვრო ხელმძღვანელია; 1975–1980 წლებში იუგოსლავიის ქ. ნოვი-სადის კონსერვატორიის სავიოლინო  კათედრის გამგეა, მუსიკალური აკადემიის პროფესორი; 1980 წლიდან მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი და პედაგოგია; მარინე იაშვილმა პირველი დიდი გამარჯვება 1949 წელს, პრაღაში, იან კუბელიკის სახ. საერთაშორისო კონკურსზე მოიპოვა. ამ კონკურსმა გაუთქვა სახელი მაშინ სრულიად ახალგაზრდა, 17 წლის მევიოლინეს, რომელიც საერთაშორისო კონკურსის პირველი ლაურეატი გახდა როგორც საქართველოს, ისე მთელი კავკასიის მასშტაბით; ხშირად მართავდა კონცერტებს საზღვარგარეთ. საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებული, ჰენრიკ ვენიავსკის სახ. მევიოლინეთა კონკურსი (1952, პოზნანი), ელისაბედის სახ. კონკურსი (1955, ბრიუსელი). მ. იაშვილის საკონცერტო რეპერტუარშია: ი. ბახის, ვ. მოცარტის, ლ. ბეთხოვენის, ი. ბრამსის, ნ. პაგანინის, პ. ჩაიკოვსკის, ა. გლაზუნოვის, დ. კაბალევსკის, ა. ხაჩატურიანის, ა. მაჭავარიანის, რ. გაბიჩვაძის, ო. თაქთაქიშვილის, ა. შავერზაშვილის, ს. ცინცაძის, ს. ნასიძის,  ნ. გაბუნიას, ნ. მამისაშვილის სავიოლინო ნაწარმოები. იყო ქართული სავიოლინო ნაწარმოებთა დიდი პროპაგანდისტი. ცნობილი მევიოლინე და პედაგოგ ლუარსაბ იაშვილის ქალიშვილი, მევიოლინეების ირინე და ნანა იაშვილების და. მევიოლინე.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1996 – 97. – გვ. 92; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.312; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.95

Awards and Honors

  • 2003 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1997 - რუსეთის დამსახურებული არტისტი
  • 1996 - პოლონეთის კულტურის დამსახურებული მოღვაწე
  • 1996 - ღირსების ორდენი
  • 1975 - ზაქარია ფალიაშვილის სახ. პრემია
  • 1971 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1967 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1956 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: