შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბესიკ ლაგვილავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი პირველი მაისი (ახ. ბულიწყუ), ხობის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1984 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეცფაკულტეტი "ბიზნესის უმაღლესი სკოლა", წარმოების მართვის ორგანიზაცია 1991 წელს. 1984-1989წწ. იყო ავტომატური სისტემების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; მუშაობდა ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე; 1990-1991წწ. კონცერნ "საქეკოინფორმსერვისის" კომერციული დირექტორი, მრეწველობის სამინისტროს მთავარი სპეციალისტი; 1992 წელს ეკონომიკის სამინისტროს ანტიმონოპოლიური სამსახურის მეწარმეობის განვითარების განყოფილების უფროსის მოადგილე; თანაავტორი მცირე მეწარმეობის განვითარების სახელმწიფო პროგრამისა; 1992-1993წწ. მეწარმეთა და კოოპერატორთა კავშირის სამრეწველო კომერციული ცენტრის გენერალური დირექტორი; 1994-1995წწ. შსს კომერციული სამსახურის უფროსი, შსს განვითარების ფონდის გენერალური დირექტორი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, პრივატიზაციის და მცირე ბიზნესის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2000-2002 წწ. საგარეო და საშინაო ბაზრების ქვეკომიტეტის თავმდომარე; 2002 -2004 წწ საქართველოს პარლამენტის სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; 2002-2004 წწ საკონსტიტუციო კომისიის წევრი; 2004-2006წწ. საქართველოს რკინიგზის საწარმოთა და ფილიალების დეპარტამენტის დირექტორი; სხვადასხვა სამეწარმეო სტრუქტურათა დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. ავტორი ესსეებისა, ნოველებისა და პუბლიცისტური სტატიებისა, რომლებიც ქვეყნდებოდა ბეჭდურ პრესასა და სოციალურ ქსელში. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 193; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 221 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |