შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ კოპალეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1969 წელს, ასპირანტურა 1972 წელს. 1962-1963წწ. და 1966-1969წწ. იყო "თბილტანსაცმელვაჭრობის" გამყიდველი; 1969-1972წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი; 1972 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას: 1973-1974წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქონელმცოდნეობის კათედრის ასისტენტი; 1974-1978წწ. მოსკოვის კოოპერაციული ინსტიტუტის თბილისის ფაკულტეტის უფროსი მასწავლებელი; 1978-2005წწ. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგე; 199201995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი: საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი (სმკ), საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2000-2004წწ. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორი; 2004-2005წწ. ასოციაცია "გლობალ-აგროს" ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელი; 2005 წლის მაისიდან დეკემბრამდე - შპს "ალაფი-აგროს" მეცნიერ-კონსულტანტი; 2006-2008წწ. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის უფროსი. ავტორია 40-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და 1 გამოგონების. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ტიტანცირკონიუმის მარილებით დათრიმლული შევრეტის სამომხმარებლო თვისებების გამოკვლევა", დაიცვა 1974 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 187; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; aaf.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.258 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |