შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი კომახიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქობულეთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1980 წელს. 1971 წელს იყო კიროვის რაიონის კონსულტანტ-მდივანი; 1971-1973წწ. კალინინის რაიონის სასამართლოს აღმასრულებელი; 1980-1981წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააღრიცხვო-ეკონომიკური ფაკულტეტის კათედრის ლაბორანტი; 1986-1994წწ. მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე: 1986-1987წწ. ფინანსთა სამინისტროს სამმართველოს მთავარი ეკონომისტი; 1987-1991წწ. განყოფილების უფროსი; 1991 წელს ფინანსებისა და ფულის მიმოქცევის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1994 წელს ფინანსთა სამინისტროს ფასების, ფულის მიმოქცევისა და საკრედიტო პოლიტიკის სამმართველოს უფროსი; 1994-1995წწ. ქობულეთის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე; 1995 წელს პირველი მოადგილე; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, №81 ქობულეთის საარჩევნო ოლქი. ავტორია 14 სამეცნიერო ნაშრომისა. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შრომის ნაყოფიერების დაგეგმვა და ანალიზი საქართველოს ჩაის მრეწველობაში", დაიცვა 1986 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 186; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.212 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |