Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კონსტანტინე კოკოევი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1968 წელს. 1969-1995წწ. საქმიანობდა განათლებისა და მეცნიერების დარგში: 1969 წელს იყო მომარაგების მთავარი კომიტეტის რესპუბლიკური გამოთვლითი ცენტრის განყოფილების უფროსი; 1969-1986წწ. დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1986-1993წწ. მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტის სექტორის გამგე; 1991-1993წწ. არისტოტელეს სახელობის ბერძნულ-ქართული უნივერსიტეტის საერთაშორისო-ეკონომიკური ფაკულტეტის დეკანი; 1993-1995წწ. საფირმო გაერთიანება "დინამიკას" საინფორმაციო სამარკეტინგო დეპარტამენტის გენერალური დირექტორი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. იყო 40 სამეცნიერო სტატიის ავტორი. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საკავშირო რესპუბლიკის მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების დაგეგმარებისათვის ტერიტორიული ბალანსირების მეთოდების შემუშავების სრულყოფა", დაიცვა 1984 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 185; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 211 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |