The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე დადიანი

Date of birth:1801
Date of death:1860  (at 59 years)
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სიმბირსკის გუბერნია, რუსეთი.

1817 წელს ჩაირიცხა ლაიბგვარდიის პრეობრაჟენსკოეს პოლკში; 1821 წელს დანიშნეს გენერალ პასკევიჩის ადიუტანტად; 1826-1827წწ. მონაწილეობდა ირანთან, 1828-1829წწ. ოსმალეთთან გამართულ ომებში; 1829 წელს დანიშნეს ერევნის კარაბინერთა პოლკის მეთაურად; 1937 წელს იმპერატორ ნიკოლოზ I-მა ერევნის პოლკის დათვალიერებისას იგი მწყობრიდან გამოიძახა და პოლკში ჩადენილი სამეურნეო დანაშაულისათვის თავის ხელით ჩამოხსნა ფლიგელ–ადიუდანტის აქსელბანდები, ამასთანავე ბრძანა გადაეგზავნათ ბობრუისკის კაზემატში, სადაც მან 1840 წლამდე დაყო; შემდეგ ჩამოართვეს ჩინები, ორდენები, თავადის წოდება და საცხოვრებლად გაგზავნეს ვიატკაში; ბოლოს ნება დართეს ქალაქიდან გაუსვლელად ეცხოვრა მოსკოვში; 1856 წელს იმპერატორ ალექსანდრე II–მ მას დაუბრუნა თადარიგის პოლკოვნიკის ჩინი, ორდენები, თავადის წოდება; რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკი(1829), იმპერატორის ფლიგელ-ადიუტანტი. სარდარ–აბადის ალყის დროს გამოჩენილი მამაცობისათვის მიღებული აქვს ოქროს დაშნა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.251

Awards and Honors

  • წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
    ყარსის აღებისთვის
  • წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
    ერევნის აღებისთვის

Share: