The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუგზარ ვაწაძე

ნუგზარ ვაწაძე
დაბადების თარიღი:10 ივნისი, 1937
გარდაცვ. თარიღი:8 ივნისი, 2018  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:კომპოზიტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიციო განყოფილება (მ. ბალანჩივაძის კლასი) 1961 წელს.

1959-1963 წლებში მუშაობდა ქ. რუსთავის მე-4 მუსიკალური სკოლის მუსიკალური თეორიის დისციპლინის პედაგოგად; 1970 წელს ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას მე-3 სამუსიკო სასწავლებელში, პარალელურად ასწავლიდა მე-2 და მე-4 სამუსიკო სასწავლებელსა და თბილისის პუშკინის სახ. ინსტიტუტში მუსიკის კათედრაზე; 1996 წლიდან იყო კომპოზიტორთა კავშირის მთავარი კონსულტანტი შემოქმედებით საკითხებში; 1957 წელს პირველად შესრულდა მისი I საფორტეპიანო კონცერტი სიმფონიურ ორკესტრთან ერთად (დირიჟ. ჯ. გოკიელი, ფ/პ ნ. გუნიავა); 1961 წელს კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაჟღერდა მისი II საფორტეპიანო კონცერტი საქართველოს სახელმწიფო ორკესტრთან ერთად (დირიჟ. ჯ. გოკიელი, ფ/პ ე. გულისაშვილი); 1962 წელს ნ. ვაწაძის I სიმებიანმა კვარტეტმა მოიპოვა ახალგაზრდა კომპოზიტორთა საკავშირო კონკურსის I პრემია; 1974 წელს საგუნდო ნაწარმოებმა "ჩასამღერი" (აკაპელა) დაიმსახურა კომპოზიტორთა კავშირის I პრემია; კომპოზიტორის კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია: "სიმებიანი კვარტეტი" (პირველად შესრულდა 1960 წ. თბილისში, გ. მელიქიშვილის, თ. ბათიაშვილის, შ. შილაკაძის, ე. სანაძის მიერ, ეს ნაწარმოები 1988-1974 წლებში დიდი წარმატებით შესრულდა ჩეხოსლოვაკიასა და იუგოსლავიაში); საესტრადო ნაწარმოებებიდან - "ღიმილი" (1957), "მე ისევ დავბრუნდები" (1971), "მოლოდინი" (მ. ფოცხიშვილის ლექსზე, რომელიც სპეციალურად ნანი ბრეგვაძეს მიუძღვნა, 1970), "სექტემბრის ღამე" (ა. სალუქვაძის ლექსზე, დირიჟ. ჯ. კახიძე, შემსრ. მ. ძიძიგური, 1972); დაწერილი აქვს მუსიკა დრამატული სპექტაკლებისთვის: ი. სტოკის "ღვთაებრივი კომედია" (სოხუმის აფხაზური დასი, 1963), უ. შექსპირის "იულიუს კეისარი" (რუსთაველის თეატრი, 1973), მოგვიანებით "ფიფქია და შვიდი ჯუჯა" და "სამი გოჭი" თოჯინების თეატრისთვის; ის ავტორია ორი ერთნაწილიანი საფორტეპიანო კონცერტის (1956, d-moll; 1961, C-dur); სიმებიანი კვარტეტის (1961, E-dur სამ ნაწილად), "იუმორესკა" სიმფონიური ორკესტრისათვის, სიუიტა სიმფონიური ორკესტრისათვის ოპერიდან "ზღვა, მზე და ბიჭუნა"; მას ეკუთვნის მრავალი სიმღერა, მუსიკა კინოფილმებისათვის, ესენია: "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" (1962), "პიერი, მილიციის თანამშრომელი" (1965), "ცისკრის ზარები" (1967), "სინათლე ჩვენს ფანჯრებში" (1969), "განთიადის წინ" (1971), "არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ" (1975), "როგორც დილის ნისლი" (1976), "ჩემი მეგობარი "ძია ვანია" (1978), "მაცივარში ვიღაც იჯდა" (1983); მოკლემეტრაჟიანი ფილმებისათვის: "სალამურა" (1964), "კიბე" (1975), "სოფლის აშიკი" (1976), "ფედია" და "სამი სასიძო" (1977); ანიმაციური ფილმები: "დოქის დღეობა" (1963), "ნარცისი" (1964), "კიბერნეტიკა და სიყვარული" (1966), "ო, მოდა, მოდა..." (1968), "ასე იბადებიან ვარსკვლავები", "როცა ეშმაკი დირიჟორობს", "ბომბორა" (1969), "მონადირე", "ბიჭი და ძაღლი" (1970), "ხელმარჯვე ოსტატი წყალქვეშ" (1977), "ოქროსკულულებიანი მზეთუნახავის მოტაცება" (1978), "მამლაყინწა" (1979); ტელეფილმებისათვის: "საერთო კედელი" (1972), "მე და ჩემი მეზობელი" (1973), "შესვენება" (1978), "ქორწინება იმერულად" (1979), "მეცამეტე გოჭი"; აღსანიშნავია ნ. ვაწაძის მიერ 1984 წელს დაწერილი 2-მოქმედებიანი ოპერეტა "ბერიკები" (ლიბრეტო მ. ელიოზიშვილის). გადაღებულია ფილმში "არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ" (1975).

წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 49; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.59; საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი: composersunion.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1962-)
  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის საბჭო, წევრი (1995-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1983 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: