Login |
|
|
English Georgian |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნუგზარ ვაწაძე
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1961 წელს. 1959 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვადასხვა მუსიკალურ სკოლასა და მესამე სამუსიკო სასწავლებელში; ის ავტორია: ორი ერთნაწილიანი საფორტეპიანო კონცერტი (1956, d-moll; 1961, C-dur); სიმებიანი კვარტეტი (1961, E-dur სამ ნაწილად), რომელსაც 1962 წელს მიენიჭა პირველი პრემია ახლგაზრდა კომპოზიტორთა შემოქმედების საკავშირო დათვალიერებაზე, მოსკოვში; "იუმორესკა" სიმფონიური ორკესტრისათვის, სიუიტა სიმფონიური ორკესტრისათვის ოპერიდან "ზღვა, მზე და ბიჭუნა"; მას ეკუთვნის მრავალი სიმღერა, მუსიკა სპექტაკლებისა და კინოფილმებისათვის, ესენია: "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", "სინათლე ჩვენს ფანჯრებში", "პიერი მილიციის თანამშრომელი"; ანიმაციური ფილმები: "მამლაყინწა", მონადირე, ბიჭი და ძაღლი", "ბომბორა", "ო, მოდა, მოდა..."; გადაღებულია ფილმში "არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ" (1975); კომპოზიტორი. წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 49; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |