Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიგოლ კოკელაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: წყალტუბოს რაიონი, სოფელი პატრიკეთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოლოგიური ფაკულტეტი 1932 წელს; ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1937 წელს(საკომპოზიტორო). 1928 წელს დაიწყო მუსიკალურ–პედაგოგიური მოღვაწეობა; სხვადასხვა დროს მუშაობდა მუსიკალურ დაწესებულებებსა და მხატვრულ კოლექტივებში; 1937–1943წწ. და 1945 წლიდან იყო ხალხური შემოქმედების სახლის(ახლანდელი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი) დირექტორი; 1941-48წწ. იყო საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 1954–1955წწ. იყო საქართველოს ფილარმონიის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; მის ნაწარმოებებს შორისაა: კანტატა "სიმღერა სამგორზე"(1953), "კანტატა სამშობლოზე"(1955), "კანტატა საქართველოზე"(1971), სიმფონიური სიუიტა(1957), სიმღერები, გუნდები, მუსიკა სპექტაკლებისათვის; დაამუშავა სიმღერები "სისატურა"(1932), "გუდისა"(1933); მას ჩაწერილი და ნოტებზე გადატანილი აქვს ასობით ქართული ხალხური სიმღერა, რომელთა ხელნაწერები ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივში ინახება, გამოცემული აქვს ხალხური სიმღერების არა ერთი სანოტო კრებული: "ქართული ხალხური სიმღერები"(1956), "50 ქართული ხალხური სიმღერა"(1979, თბილისი), "30 ქართული ხალხური სიმღერა"(1981, თბილისი), "100 ქართული ხალხური სიმღერა"(1984, თბილისი), "ზოგი რამ ქართულ ცეკვაზე" (1983, თბილისი). წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 118; folk.gov.ge; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 114 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |