Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანა გოგელია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარულ–ჰიგიენური ფაკულტეტი 1972 წელს. 1976–1982წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის გენეტიკის განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1983–1985წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1985–1998წწ. წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი; 1985 წლიდან გენეტიკის განყოფილების გამგე; 1993–1994წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ზოგადი ქირურგიის კათედრასთან არსებულ ლაზერული თერაპიის კურსის ასისტენტად; 1994–1998წწ. სპორტული მედიცინის და სამედიცინო რეაბილიტაციის კათედრის ასისტენტად; 1998 წლიდან ამავე კათედრის დოცენტია. ავტორია 45 სამეცნიერო ნაშრომის. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მორფო–ფუნქციონალური და ციტოგენეტიკური ცვლილებები შიზოფრენიით დაავადებულთა ლეიკოციტებში და მათზე რიგი ფსიქოტროპული პრეპარატების მოქმედება", დაიცვა 1983 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.71 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |