The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარინე გორდელაძე

მარინე გორდელაძე
Date of birth:3 September, 1954  (70 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1977 წელს.

1978–1980წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1981–1984წწ. საკავშირო სამედიცინო აკადემიის ექსპერიმენტული ენდოკრინოლოგიისა და ჰორმონთა ბიოქიმიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1985 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1997 წლიდან იოდდეფიციტის სახელმწიფო პროგრამის მთავარი სპეციალისტი და საქართველოს დიაბეტიან ბავშვთა "დიაბეტური სკოლის" დირექტორი. ავტორია 21 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი–პედიატრი–ენდოკრინოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, მედიცინის ნაციონალური ცენტრის სამედიცინო პინელის ექსპერტი, ენდოკრინოლოგი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "აუტოიმუნური თირეოიდიტის დიაგნოსტიკისა და მიმდინარეობის თავისებურებანი ბავშვთა ასაკში", დაიცვა 1984 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.79


Share: