შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით დოიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის დრამის რეჟისურის ფაკულტეტი 1993 წელს. 1998-2000წწ. კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მთავარი რეჟისორი; მიიწვიეს ინგლისში, ლონდონის West Yorkshire Playhouse თეატრში, მერე კი სანქტ–პეტერბურგის მარინის თეატრში; 1994-1997წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თეატრალურ ინსტიტუტში; 2004 წლიდან მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. დამდგმელი რეჟსორია სპექტაკლებისა: გუსტავ ფლობერის "მადამ ბოვარი" (1993), რიუნოსკე აკუტაგავას "ცხოვრება იდიოტისა" (1994), უილიამ შექსპირის "მეფე ლირი" (1995), ლონდონის West Yorkshire Playhouse თეატრში არტურ მილერის "სეილემის პროცესი” (1996), ოსკარ უაილდის "სალომეა" (1998), დავით ტურაშვილის "ჯინსების თაობა" (2001) და სხვ. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 116; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.17 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |