Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკიტა მიკირტიჩიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. კიზლიარი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1932 წელს. 1936–1941წწ. ასწავლიდა თეორიულ საგნებს და ხელმძღვანელობდა საორკესტრო კლასს თბილისის III სამუსიკო სასწავლებელსა და V მუსიკალურ სკოლაში; მრავალი წლის განმავლობაში იყო საქართველოს რადიოს საესტრადო ორკესტრისა და დრამატული თეატრების ორკესტრების სოლისტი(გიტარა) და დირიჟორი; დაწერილი აქვს: კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები – პრელუდია ფორტეპიანოსათვის(1940), "ალბომი ყმაწვილთათვის"(1940, 1943, 8 პიესა ფორტეპიანოსათვის), "ზღაპარი" ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის(1954), 12 პიესა ფორტეპიანოსათვის(1972), სონატა ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის(1975), "გაზაფხულის სიუიტა" სიმებიანი კვარტეტისათვია, სიუიტა ხის ჩასაბერი ინსტრუმენტებისათვის, პიესები ვიოლინოს, ვიოლონჩელოს, კონტრაბასისა და ხის ჩასაბერი ინსტრუმენტებისათვის; ვოკალურ–ინსტრუმენტული და საგუნდო ნაწარმოებები; ავტორია საბავშვო ბალეტის "ნორჩი პატრიოტები"(1941); სიმღერები, მუსიკა დრამატული სპექტაკლებისათვის. წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 149; Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 280 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |