Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ილია მახარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ოზურგეთის რაიონი, სოფელი ნატანები. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1938 წელს. 1945-1948 წლებში მუშაობდა საქართველოს ჩაის საბჭოთა მეურნეობის ტრესტში კადრების განყოფილების უფროსად. 1949 წლის 1 ოქტომბრიდან სწავლობდა საქართველოს განათლების სამინისტროს პედაგოგიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის ასპირანტურაში ისტორიის მეთოდიკის სპეციალობით. 1953 წელს დაიცვა დისერტაცია და მიიღო პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. ავტორია 200-ზე მეტი სამეცნიერო შრომისა, მათ შორის 17 მონოგრაფიისა და სამი სასკოლო სახელმძღვანელოსი. მან აღზარდა მეცნიერ-პედაგოგთა კადრები, ისტორიის სწავლების მეთოდისტები. იყო საქართველოს ისტორიის სექტორის გამგე; მუშაობდა იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; პედაგოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუეტის კაბინეტს, სადაც ის მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ისტორიისა და გეოგრაფიის სექტორის გამგედ, მიენიჭა მისი სახელი. პროფესორი (1992). წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 77-78 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |