შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რუსუდან თოხაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ქ. კიევის კონსერვატორია 1956 წელს(ასევე სწავლობდა თბილისის კონსერვატორიაში და აქვს უმაღლესი სამედიცინო განათლება). 1956–1961წწ. ასწავლიდა თეორიულ საგნებს მუსიკალურ სკოლებში; 1961–1966წწ. მუშაობდა კინოსტუდია "ქართული–ფილმის" მუსიკალუირი რედაქტორის მოადგილედ; 1956 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში; შექმნილი აქვს: სიმფონიური პოემა "კავკასია"(1956, ტ. შევჩენკოს მიხედვით), კონცერტი ხმისა და ორკესტრისათვის(1955), ოთხი სიმფონია(1956, 1961, 1967, 1980), ვოკალურ–სიმფონიური პოემა შერეული გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის(1969), "გურული კაპრიჩიო" სიმფონიური ორკესტრისათვის(1971); კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები – 6 ქორალური პრელუდია ფორტეპიანოსათვის(1951), 10 ვარიაცია ფორტეპიანოსათვის(1951), მელოდია ფლეიტასა და ფორტეპიანოსათვის(1952), მელოდია ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის(1952); კამერულ–ვოკალური ნაწარმოებები – ორი რომანსი მაღალი ხმისა და ფორტეპიანოსათვის(1950), რომანსები(ა. პუშკინის, მ. ლერმონტოვის, გ. ტაბიძის ტექსტებზე), 6 რომანსი(1960), 4 რომანსი ხმისა და ფორტეპიანოსათვის(1980); საგუნდო ნაწარმოებები – შერეული გუნდის ა კაპელასათვის. წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 216; Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ.358 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |