Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბაკურ III![]()
Biographyბაკურ III მატიანე "მოქცევაი ქართლისაის" მიხედვით იყო ქართლის 31-ე მეფე( IV საუკუნის 80–90–იანი წლები). თრდატ მეფის ძე. იგი "ქართლის ცხოვრების" მეფეთა სიაში გამოტოვებულია. ბაკურ III-ს იხსენიებენ სომეხი ისტორიკოსები კორიუნი და მოვსეს ხორენაცი. ბაკურ დიდის სახელით იხსენიებს ბიზანტიის საეკლესიო ისტორიკოსი იოანე რუფინუსი(V საუკუნე) "პეტრე იბერის ცხოვრებაში", როგორც პეტრეს პაპას დედის მხრიდან. დასახელებული წყაროების მიხედვით, ბაკურ III მეფობდა ძირითადად 510-იან წლებში. სომეხი ისტორიკოსების თანახმად, ბაკურ მეფის დროს შეიქმნა ქართული დამწერლობა, ხოლო რუფინუსის თხზულებაში ის დასახელებულია ქართლის პირველ ქრისტიან მეფედ, როგორც მკვლევრები მიუთითებენ, არც ერთი ეს ცნობა არ შეეფერება სინამდვილეს. ზოგიერთი მკვლევარი ბაკურ III-ს აიგივებს ბერძნულ-რომაულ სამყაროში ცნობილ ბაკურ იბერიელთან. ბაკურ III-ის დროს ქართლი ირანზე იყო პოლიტიკურად დამოკიდებული და თვით ბაკურ III ამის გამო ირანის ჯარების ერთ-ერთ სარდლად ითვლებოდა. "მოქცევაი ქართლისაი" მას მიაწერს ბოლნისის სიონის შენებას და არმაზის ციხის განახლებას. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.338
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |