The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ბადრიძე

გიორგი ბადრიძე
Date of birth:16 March, 1869
Date of death:1 September, 1938  (at 69 years)
Category:Medical Doctor, Publicist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1894 წელს.

1894–1896წწ. იყო მოსკოვის შინაგან სნეულებათა კლინიკის ორდინატორი; 1896–189წწ. მუშაობდა თბილისის მიხეილის საავადმყოფოს თერაპიულ განყოფილებაში, ხოლო 1898–1906წწ. ქ. ნახიჩევანში ექიმად; 1906 წლიდან  მუშაობდა ქუთაისში. მისი თაოსნობით დასავლეთ საქართველოში გაიხსნა ბავშვთა სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებები და თავშესაფრები. ქართულ ჟურნალ-გაზეთებში("მოამბე", "განთიადი", "ივერია", "დროება", "სამშობლო", "ჩვენი ქვეყანა" და სხვ.) აქვეყნებდა სამეცნიერო-პოპულარულ სტატიებს მედიცინის ისტორიის, ჰიგიენის, ფილოსოფიის და სხვა საკითხებზე. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქუთაისის გიმნაზიებში(ასწავლიდა ჰიგიენას). იყო ქუთაისის სამედიცინო საზოგადოების ერთ-ერთი ფუძემდებელი და თვალსაჩინო წევრი. საზოგადო მოღვაწე.

 წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.324

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილება, წევრი (1913-)

Share: