შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი ახვლედიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. თამაშობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის გუნდში (1946–1948), თბილისის "მეცნიერებასა" (1949–1950), თავდაცვის სამინისტროს ცენტრალურ სპორტულ კლუბში(1951, 1953–1955), სამხედრო–საჰაერო ძალების კლუბში (1952), "ლოკომოტივში", მოსკოვის ცსკა-ში (1952-55) და სსრკ ნაკრებში (1951-52). იყო სსრკ ვაჟთა (1957–1966) და ქალთა (1967–1976) ნაკრებების, ასევე მოსკოვის ცსკა-ს ვაჟთა და მოსკოვის "დინამოს" ქალთა გუნდების მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით სსრკ ქალთა ნაკრები გახდა XIX და XX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი(1968, მეხიკო და 1972, მიუნხენი), მსოფლიოს ჩემპიონი (1970), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1967, 71, 75). სსრკ ვაჟთა ნაკრები ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი (1960, 62). მისივე ხელმძღვანელობით ცსკა-მ (1960, 62) და "დინამომ"(1968, 72) ორ-ორჯერ მოიგეს ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი. ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციამ აღიარა მსოფლიოს XX საუკუნის საუკეთესო მწვრთნელად. შეყვანილია ქალაქ ჰოლიოკში(აშშ) მდებარე ფრენბურთის დიდების დარბაზში. მიღებული აქვს სახელმწიფო და საბრძოლო ჯილდოები. ფრენბურთელი, მწვრთნელი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.297 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |