Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი ახვლედიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. თამაშობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის გუნდში (1946–1948), თბილისის "მეცნიერებასა" (1949–1950), თავდაცვის სამინისტროს ცენტრალურ სპორტულ კლუბში(1951, 1953–1955), სამხედრო–საჰაერო ძალების კლუბში (1952), "ლოკომოტივში", მოსკოვის ცსკა-ში (1952-55) და სსრკ ნაკრებში (1951-52). იყო სსრკ ვაჟთა (1957–1966) და ქალთა (1967–1976) ნაკრებების, ასევე მოსკოვის ცსკა-ს ვაჟთა და მოსკოვის "დინამოს" ქალთა გუნდების მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით სსრკ ქალთა ნაკრები გახდა XIX და XX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი(1968, მეხიკო და 1972, მიუნხენი), მსოფლიოს ჩემპიონი (1970), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1967, 71, 75). სსრკ ვაჟთა ნაკრები ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი (1960, 62). მისივე ხელმძღვანელობით ცსკა-მ (1960, 62) და "დინამომ"(1968, 72) ორ-ორჯერ მოიგეს ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი. ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციამ აღიარა მსოფლიოს XX საუკუნის საუკეთესო მწვრთნელად. შეყვანილია ქალაქ ჰოლიოკში(აშშ) მდებარე ფრენბურთის დიდების დარბაზში. მიღებული აქვს სახელმწიფო და საბრძოლო ჯილდოები. ფრენბურთელი, მწვრთნელი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.297 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |