Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
აკაკი ასათიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1977 წელს. 1978-1984წწ. ეწეოდა სასწავლო, მთარგმნელობით და ლიტერატურულ საქმიანობას: 1978-1979წწ. სამხატვრო-პედაგოგიური სასწავლებლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 1980-1982, 1984-1989წწ. საქინფორმის მთარგმნელი; 1983-1984წწ. კულტურის სამინისტროს სარეპერტუარო კოლეგიის რედაქტორი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, 1991-1992წწ. თავმჯდომარე. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); საქართველოს პარლამენტის წევრი (1992-95): პროპორციული სიით, N6 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი. პარლამენტის წევრი (1999-2004): პარტიული სიით, ბლოკი "საქართველოს აღორძინება". წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 22; საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge ; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 71 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |