The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რაულ ათაბეკოვი

Date of birth:15 June, 1937  (86 years)
Category:Composer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1966 წელს(სავიოლინო), 1977 წელს(საკომპოზიციო).

1955–1966წწ. იყო საქართველოს რადიოსა და ტელევიზიის სახელმწიფო კომიტეტის სიმფონიური ორკესტრის არტისტი; 1968–1975წწ. ასწავლიდა თბილისის მეორე სამუსიკო სასწავლებელში; 1966 წლიდან თბილისის მეათე სამუსიკო სკოლაში; შექმნილი აქვს: სიმფონიური ნაწარმოებები – კონცერტი ვიოლინოსა და სიმფონიური  ორკესტრისათვის(1977), სიმფონია(1977, ახალი რედაქცია 1981), კონცერტი ფაგოტისა და სიმფონიური ორკესტრისათვის(1979), სიმფონია N2 "სვეტიცხოველი" გუნდისა და ორკესტრისათვის(1982, კ. გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენა" მიხედვით); კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები – ელეგია სიმებიანი კვინტეტისათვის(1972), რაფსოდია ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის(1972), ტრიო ფლეიტის, ალტისა და ვიოლონჩელოსათვის(1972), სამი დუეტი ვიოლინოსა და ფლეიტისათვის(1972), ვარიაციები ვიოლინოსათვის(1973), სამი მინიატურა სიმებიანი კვარტეტისათვის(1974), სონატა N1 ვიოლინოსათვის(1980), სამი პიესა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის(1982), ხუთი მინიატურა სიმებიანი კვარტეტისათვის(1983), სონატა N2 ვიოლინოსათვის(1983), სიმებიანი კვარტეტი(1984); მევიოლინე.

 წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 26

Member of Organizations

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1978-19??)

Share: