The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლულუ დადიანი

ლულუ დადიანი
Date of birth:14 June, 1942  (82 years)
Category:Translator, Painter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1964 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი 1973 წელს.

1973 წლიდან მონაწოლეობს სამხატვრო გამოფენებში; პერსონალური გამოფენები: თბილისი (1988), შტუგარტი (გერმანია, 1989, 1991), ოიპენი(ბელგია, 1992), მაინცი(გერმანია, 1995); მნიშვნელოვანი ნამუშევრები: "კითხვის ნიშანი"(1988, მხატვრის კუთვნილება), "ნიღბები" (1990, კერძო კუთვნილება), "შემოდგომის ყვავილი" (1994, კერძო კუთვნილება), "რილკეს X ელეგია" (1994, მხატვრის კუთვნილება); მისი ნამუშევრები ინახება საქართველოს ეროვნულ გალერეაში, ქ. ჰალეს მხატვართა კავშირის მუზეუმში, ბოსენის ხელოვნების ცენტრში (გერმანია); თარგმნა რ. მ. რილკეს "დუინური ელეგიები" (ვენა, 1998) და "სონეტები ორფევსისადმი". რ. მ. რილკეს "დუინური ელეგიების" თარგმნისთვის მიღებული აქვს ავსტრიის სახელმწიფო კანცელარიის პრემია (2000). ფერმწერი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.253; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.111

Bibliography


Share: