შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი გაჩეჩილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 1961 წელს და ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1973 წელს. 1963–1964წწ. იყო კიევის მექანიკური ქარხნის მთავარი ინჟინერი; 1964–1968წწ. უკრაინული საესტრადო ორკესტრის "დნიპრო" სამხატვრო ხელმძღვანელი; 1968–1970წწ. საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიოს საესტრადო ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი; 1970–1972წწ. საქართვლოს სახელმწიფო ფილარმონიასთან არსებული ვოკალურ ინსტრუმენტული ანსამბლის "ოროველა" სამხატვრო ხელმძღვანელი; 1972–1974წწ. უკრაინის სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიოს საესტრადო–სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი; 1974–1979წწ. საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის "რერო" სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი; 1979–1983წწ. საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიოს საესტრადო–სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი; შექმნილი აქვს ნაწარმოებები საესტრადო–სიმფონიური ორკესტრისათვის რომლებსაც ასრულებდნენ სხვადასხვა ქვეყნის საესტრადო კოლექტივები; ნაწარმოებები: "ქართული ესკიზები", "ოდა საქართველოზე", "სინთეზი" (საესტრადო ორკესტრისათვის), სიუიტა "ჩემი მზე" (საესტრადო ანსამბლისათვის), პიესები "სახლი ზღვასთნ", "მოგონებანი", "საქორწინო საჩუქარი", "ღამის ქალაქი"; საესტრადო სიმღერები – "შენ", "ჩემი საქართველო" (სიტყვები მ. ფოცხიშვილის), "სიმღერა მზეს" (სიტყვები რ. ებრალიძის); ჩანაწერები ფირფიტებზე. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 100; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.312 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |