The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გივი გაჩეჩილაძე

გივი გაჩეჩილაძე
Date of birth:5 November, 1938  (85 years)
Category:Composer, Musician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 1961 წელს და ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1973 წელს.

1963–1964წწ. იყო კიევის მექანიკური ქარხნის მთავარი ინჟინერი; 1964–1968წწ. უკრაინული საესტრადო ორკესტრის "დნიპრო" სამხატვრო ხელმძღვანელი; 1968–1970წწ. საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიოს საესტრადო ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი; 1970–1972წწ. საქართვლოს სახელმწიფო ფილარმონიასთან არსებული ვოკალურ ინსტრუმენტული ანსამბლის "ოროველა" სამხატვრო ხელმძღვანელი; 1972–1974წწ. უკრაინის სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიოს საესტრადო–სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი; 1974–1979წწ. საქართველოს  სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის "რერო" სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი; 1979–1983წწ. საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიოს საესტრადო–სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი; შექმნილი აქვს ნაწარმოებები საესტრადო–სიმფონიური ორკესტრისათვის რომლებსაც ასრულებდნენ სხვადასხვა ქვეყნის საესტრადო კოლექტივები; ნაწარმოებები: "ქართული ესკიზები", "ოდა საქართველოზე", "სინთეზი" (საესტრადო ორკესტრისათვის), სიუიტა "ჩემი მზე" (საესტრადო ანსამბლისათვის), პიესები "სახლი ზღვასთნ", "მოგონებანი", "საქორწინო საჩუქარი", "ღამის ქალაქი"; საესტრადო სიმღერები – "შენ", "ჩემი საქართველო" (სიტყვები მ. ფოცხიშვილის), "სიმღერა მზეს" (სიტყვები რ. ებრალიძის); ჩანაწერები ფირფიტებზე. 

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 100წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.312

Member of Organizations

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1981-19??)

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული პროფესიული სამუსიკო ხელოვნების განვითარებასა და მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებისათვის

Share: