Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მამია დგებუაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი დიდჭყონი (მარტვილის რაიონი). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1952 წელს. 1952–1955წწ. იყო კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1956–1960წწ. ამავე კათედრის ასისტენტი; 1957–1959წწ. სამკურნალო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 1959–1963წწ. სან-ჰიგიენური და სტომატოლოგიური ფაკულტეტის დეკანი; 1960–1972წწ. კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის კათედრის დოცენტი; 1973–1974წწ. პროფესორი; 1974 წლიდან აღნიშნული კათედრის გამგე. ავტორია 108 სამეცნიერო ნაშრომის. გამოცემული აქვს სახელმძღვანელო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთათვის. მისი ხელმძღვანელობით დაცულია სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაციები. კურორტოლოგ–ფიზიოთერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა: "ჯავის მინერალური წყლის მოქმედების მექანიზმი კუჭის სეკრეტორულ ფუნქციაზე", დაიცვა 1957 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ღვიძლის და სანაღვლე გზების ქრონიკული ანთებით დაავადებათა ინდუქტოთერმიის და ჯავის მინერალური წყლის კომპლექსით მკურნალობის კლინიკური და ექსპერიმენტული დასაბუთება", დაიცვა 1972 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.88; ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 2. - თბ., 2012. -გვ. 343; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.107 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |