The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან კობიაშვილი

ლევან კობიაშვილი
Date of birth:10 July, 1977  (47 years)
Category:Politician, Athlete

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1993-1994წწ. საფეხბურთო კლუბი "გორდა"; 1994 წელს საქართველოს 19-წლამდე ასაკის ეროვნული ნაკრები; 1995-1998წწ. საფეხბურთო კლუბი "დინამო თბილისი"; 1995 წელს საქართველოს 21-ერთ წლამდე ეროვნული ნაკრები; 1997 წელს საფეხბურთო კლუბი "ალანია"; 1996-2011წწ. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში რეკორდული, 100 მატჩი; 1998-2003წწ. საფეხბურთო კლუბი "ფრაიბურგი"; 2003-2010წწ. საფეხბურთო კლუბი "შალკე"; 2010-2014წწ. ბერლინის საფეხბურთო კლუბი "ჰერტა"; 2014 წელს გერმანიის სპორტის მენეჯმენტის აკადემიაში გაიარა მენეჯმენტის სრული სასწავლო კურსი; იმავე წელს იყო ბერლინის საფეხბურთო კლუბ "ჰერტას" აკადემიის მენეჯერი; 2015 წელს იყო ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015"-ის ოლიმპიური სოფლის მერი; 2015 წლიდან "2017 - გერმანია-საქართველოს მეგობრობის წლის" სამუშაო ჯგუფის წევრი; 2015 წლიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, №21 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან; 2020წ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, №8 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან.

წყარო: საქართველოს პაელამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 102

Member of Organizations

  • ააიპ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი, გამგეობის წევრი (2016-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-2020)
  • უეფას ფეხბურთის კომიტეტი, თავმჯდომარე (2019-)

Awards and Honors

  • 2006 - გერმანიის ლიგის თასი
  • 2005 - ბუნდესლიგის ვიცეჩემპიონი (2006)
  • 2003 - უეფას ინტერტოტოს თასი (2004)
  • 2000 - საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი (2005, 2011)
  • 2000 - საქართველოს წლის ფეხბურთელი (2005)
  • 1996 - საქართველოს თასი (1997, 1998)
  • 1996 - საქართველოს სუპერთასი (1997)
  • 1995 - საქართველოს ჩემპიონი (1996, 1997, 1998)

Share: